უძრავი ქონება

პაციენტთა 70 %-ს გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ - რამდენ ადამიანს გაეწია სასწრაფო დახმარება დღის განმავლობაში?

თბილისში, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დღეში 2300-2500 პირს გაეწია, მათ შორის 70 %-ს გრიპის გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "პრაიმტაიმს" განუცხადეს. "იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები ასეთ პაციენტებს ემსახურებიან, საჭიროა ამბულატორიული მკურნალობა, რაც უკვე ოჯახის ექიმების კომპეტენციაა. ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი - სწორედ მათ უნდა მიმართოს პაციენტმა გრიპის ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის დროს. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი და 112 მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რათა ოპერატიულად გაუწიონ დახმარება მოსახლეობას. ჩვენც მოვუწოდებთ მოსახლეობას - გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების პირველივე ნიშნებისთანავე მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს. რაც შეეხებს დაგვიანებებს, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არ იგვიანებენ ისეთ გამოძახებებზე, რომელიც უშუალოდ პაციენტის სიცოცხლეს ეხება. ასეთი გამოძახებებია: უბედური შემთხვევები, ავარიები. ინფარქტი, ინსულტი, უგონო მდგომარეობა, სიმაღლიდან ვარდნა, ელექტროტრავმა და ა.შ", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.